Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს მიუნხენის კონფერენციაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში, რომელსაც 17-19 თებერვალს მასპინძლობს გერმანიის ქალაქი მიუნხენი. კონფერენციის დღის წესრიგშია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის სახელმწიფოების თანამშრომლობა, რუსეთთან ურთიერთობა, სირიაში განვითარებული მოვლენები და უსაფრთხოების მდგომარეობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებიც, ლევან იზორია და მიხეილ ჯანელიძე.

XS
SM
MD
LG