Accessibility links

საზმაუს აღმასრულებელმა საბჭომ საზოგადოებას გააცნო გადაცემების გაფილტვრის გეგმა


დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ საზოგადოებას გააცნო თავისი გეგმა, რომელიც მაუწყებლის გადაცემების გაფილტვრას ითვალისწინებს. საბჭომ გადაცემები დაყო მაღალი, საშუალო და დაბალი რეიტინგის კატეგორიებად. გეგმის თანახმად, სამაუწყებლო ბადეში უნდა დარჩეს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემები, ხოლო მესამე ჯგუფში შეყვანილი გადაცემები უნდა დაიხუროს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს ეს გეგმა ახლა მაუწყებლის სამურვეო საბჭომ უნდა განიხილოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG