Accessibility links

ალბანეთი და ხორვატია ნატოს მიმართავენ სერბიის მხრიდან კოსოვოს მიმართ მუქარის გამო


ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ალბანეთმა და ხორვატიამ ნატოს მიმართეს გაფრთხილებით კოსოვოს უსაფრთხოების, და საერთოდ, ბალკანეთში სტაბილურობისთვის სერბიის მხრიდან საფრთხის შექმნის გამო. მიუნხენის კონფერენციის წინ ალბანეთის და ხორვატიის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილი მისწერეს ნატოს ხელმძღვანელს იენს სტოლტენბერგს. ისინი მოუწოდებენ სტოლტენბერგს, გადახედოს ალიანსის სამშვიდობო მისიას კოსოვოში გაძლიერებული საფრთხის გათვალისწინებით. დაძაბულობა სერბისა და მის ყოფილ ოლქს, კოსოვოს შორის, ამას წინათ გამწვავდა, როცა სერბიიდან ოლქისკენ გაემართა მატარებელი წარწერით, „კოსოვოს სერბიაა“. მატარებელი კოსოვოს მესაზღვრეებმა გააჩერეს. სერბიის მთავრობა კოსოვოს აბრალებს, რომ ომი სურს. კოსოვოს ხელისუფლება გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სერბიას სურს კოსოვოს იმ არეალის ანექსია, სადაც სერბები ცხოვრობენ, როგორც რუსეთმა დაიკავა ყირიმი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG