Accessibility links

ბერლინალეს მთავარი პრემია უნგრელ რეჟისორს გადაეცა


ბერლინის 67-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზის, „ოქროს დათვის“ მფლობელი გახდა უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენედის ნამუშევარი „სხეულისა და სულის შესახებ“. საუკეთესო რეჟისორად აღიარეს ფინელი აკი კაურისმიაკი ფილმისთვის „იმედის მეორე მხარე“. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გერმანული ფილმის, „ნათელი ღამეების“ მთავარი გმირის როლის შემსრულებელს, გეორგ ფრიდრიხს მიეკუთვნა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებული ჯილდო ერგო სამხრეთკორეელ კიმ მინ ხის, ფილმში, „ღამით პლაჟზე მარტოობაში“ თამაშისთვის. პრემია საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა სებასტიან ლელიოს, ფილმ “ფანტასტიკური ქალის“ სცენარის ავტორს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG