ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნასრ ალ-ჰარირიმ ირანი დაასახელა უმთავრეს დაბრკოლებად სირიის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ალ-ჰარირიმ 23 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა, რისი ძირითადი მიზეზიც ირანის მხარდაჭერით მოქმედი რაზმებია, რომლებიც სირიის მთავრობასთან ერთად იბრძვიან. „პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში მთავარ დაბრკოლებას ქმნის ირანი, თუმცა ბრალეულობას იზიარებს სირიის მთავრობის მოკავშირე რუსეთიც“ - განაცხადა სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა. ნასრ ალ-ჰარირიმ ასევე მოუწოდა ვაშინგტონს გადახედოს თავის როლს რეგიონში და განახორციელოს წნეხი ირანზე, რომელიც, ალ-ჰარირისვე თქმით, წარმოშობს ათი ათასობით ექსტრემისტს.
სირიის ოპოზიციის ლიდერი ირანს ასახელებს მთავარ დაბრკოლებად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში
ყველაზე პოპულარული
1