Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ტაჯიკეთი ერთად იზრუნებენ უსაფრთხოებაზე ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი შეთანხდნენ, რომ ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე, რისთვისაც გამოიყენებენ ტაჯიკეთში რუსეთის სამხედრო ბაზებსა და აღჭურვილობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუშანბეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. პუტინის თქმით, „ტაჯიკეთი საკვანძო მნიშვნელობის ქვეყანაა შუა აზიაში უსაფრთხოებისათვის“. რუსეთის პრეზიდენტი ტაჯიკეთში ჩაფრინდა ყაზახეთიდან, სადაც დაიწყო ორდღიანი ტურნე შუა აზიის ქვეყნებში. პუტინი შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და შეაქო ასტანა სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების მასპინძლობისათვის. ხოლო ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი არის ყაზახეთის „ნომერი პირველი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი“. ტაჯიკეთისა და ყაზახეთის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთსაც ეწვევა.

XS
SM
MD
LG