Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა ვაჭრობის მინისტრი დაამტკიცა რუსეთთან კავშირების მიუხედავად


აშშ-ის სენატმა 27 თებერვალს დაამტკიცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურა ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე. უილბურ როსი აშშ-ის ვაჭრობას წარმათავს რუს ოლიგარქებთან მისი შესაძლებელი კავშირების თაობაზე შეკითხვების გაჩენის მიუხედავად. სენატის 72 წევრი მიემხრო როსის კანდიდატურას, 27 წინააღმდეგი იყო. როსი მილიარდერია და სპეციალიზებულია გასაჭირში მყოფი კომპანიებზე. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა საკითხი წამოაყენეს რუსეთთან როსის კავშირების შესახებ. მათი ინტერესი უკავშირდებოდა როსის როლს 2014 წლის შემდეგ კვიპროსის უდიდესი ბანის საქმეში. როსი „ბენკ ოფ საიპრესის“ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს ბანკი გაკოტრებას გადაურჩა მას მერე, რაც ევროზონის ქვეყნებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2013 წელს მას დახმარება აღმოუჩინეს. ბანკი რუსეთის "ლამესა ჰოლდინგის" აქციების სიდიდით მეორე მფლობელია. ეს ჰოლდინგი ეკუთვნის ვიქტორ ვექსელბერგს, რომლის ქონება ფორბისის მიერ შეფასებულია 12 მილიარდ დოლარად. როსამდე ბანკის საბჭოს ვიცე თავმჯდომარე იყო ვლადიმირ სტრჟალკოვსკი, კა-გე-ბე-ს ყოფილი აგენტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი. როსის მთავარი ამოცანა ამ თანამდებობაზე არის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანადასა და მექსიკასთან შეთანხმების გამო კვლავ მოლაპარაკებაა, ასევე სხვა შეთანხმებები ამ სფეროში, რომლებსაც პრეზიდენტი უწევს წინააღმდეგობას.

XS
SM
MD
LG