Accessibility links

"რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით. ამის შესახებ 3 მარტს თბილისში განაცხადა ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა. თუმცა, მისივე განმარტებით, მცირეა შენსი, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ თხოვნას დააკმაყოფილებს, რადგან, ამ სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად, სიცოცხლის გადასარჩენად იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, რაც ამ შემთხვევაში იგულისხმებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, სანამ საქმე არსებითად არ იქნება განხილული ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG