Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაში სტრასბურგში იმყოფება და სასამართლოში მესამე მხარედ ჩართვას ესწრაფვის


ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში სტრასბურგში იმყოფება. ბიზნესმენმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა, წერილობითი მოთხოვნა, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ”რუსთავი 2”-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ აღნიშნულ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შესაძლებელია მისი უფლებები შეილახოს და მას სურს, რომ სასამართლომ მისი პოზიციაც მოისმინოს. ”სამართლის საძებნელად მოვედი. უნდა ჩავაბაროთ წერილი თხოვნით, რომ საქმეში მესამე მხარედ ჩაგვრთონ, ჩემი პირადი უფლებების დასაცავად, მათ შორის ქონებრივი უფლებების დასაცავად. დავა არის „რუსთავი 2“-სა და სახელმწიფოს შორის, რომელზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩემი უფლებები დააზარალოს. ამიტომ მოვედი ჩემი უფლებების დასაცავად. სულ რაღაც მეორედ ვარ აქ მოსული და ორივეჯერ სააკაშვილის გამო”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. მან „შემთხვევითი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგში იმყოფებიან ასევე ქართველი მინისტრები. კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ისაუბრა, „რეფორმაზე“ და „იმ დადებით სტატისტიკაზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“.

XS
SM
MD
LG