Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება დაიწყო


აშშ-მა დაიწყო ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება სამხრეთ კორეაში მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის თაობაზე, აშშ-ის წყნარი ოკეანის სამეთაურო ცენტრი იტყობინება. ჩრდილოეთი კორეის გაუთავებელი პროვოკაციები, გუშინდელი რაკეტების გაშვების ჩათვლით, მხოლოდ ადასტურებს ჩვენი ალიანსის გადაწყვეტილების გონივრულობას, განვათავსოთ ტედის სისტემის კომპლექსი სამხრეთ კორეაში, განაცხადა წყნარ ოკეანეში აშშ-ის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა ჰარი ჰარისმა. ეს ნაბიჯი გააღრმავებს კონფლიქტს სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის. პეკინი თვლის, რომ ამ სარაკეტო კომპლექსის განთავსება რეგინში დაარღვევს რეგიონული უსაფრთხოების წონასწორობას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სათანადო ზომებს მიმართავს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად. ინტერფაქსის სააგენტოს ცნობით, რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის თქმით, თავდაცვითი სისტემა უფრო მეტს წარმომადგენს, ვიდრე მხოლოდ ჩრდილოეთი კორეის შეჩერება, ის არღვევს სტრატეგიულ ბალანსს კორეის ნახევარკუნძულზე. სეული აცხადებს, რომ ამ კომპლექსის დანიშნულება მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.

XS
SM
MD
LG