Accessibility links

გიგა ოთხოზორიას მკვლელ აფხაზ მესაზღვრეს დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით პატიმრობა


სასამართლომ ბრალი დაუმძიმა საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელს, რაშიდ კანჯი-ოღლის და მას დაუსწრებლად შეუფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი რაშიდ კანჯი-ოღლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ქართული მხარე აფხაზურისგან დღემდე უშედეგოდ მოითხოვს ბრალდებულის გადაცემას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG