Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული დიდი ოდენობით თანხების მითვისებაშია ეჭვიტანილი


ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე, თეიმურაზ ნიშნიანიძე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით (4 მილიონი გრივნის) სახელმწიფო სახსრების დატაცებაშია ეჭვმიტანილი. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ნიშნიანიძე, რომელიც ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს „ოდესის კეთილდღეობისათვის“, უკრაინის მთავარმა პროკურატურამ 10 მარტს გამოაცხადა ეჭვმიტანილად და დაკითხვაზე დაიბარა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ნიშნიანიძე ეჭვმიტანილია საქართველოს საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაში 2012-2013 წლებში, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზებაში, ფულის გათეთრებაში. უკრაინის მთავარი პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის, ლარისა სარგანის, ინფორმაციით, პროკურატურა მსჯელობს იმაზე, თუ აღკვეთის რა ფორმა გამოიყენოს თემურ ნიშნიანიძის მიმართ.

XS
SM
MD
LG