ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო წერილობით განცხადებაში, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 12 მარტს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაავრცელა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა, მაია კოციანჩიჩმა. განცხადებაში დადასტურებულია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მიმართ. მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს მიიჩნევს ეთნიკური წმენდის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობად. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრების 35 მანდატისთვის იბრძოდა 137 კანდიდატი. არჩევნების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ევროკავშირის წარმომადგენელი საგანგებო განცხადებით უარყოფს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების კანონიერებას
ყველაზე პოპულარული
1