Accessibility links

ევროკავშირმა გაახანგრძლივა ყირიმის ანექსიის გამო 150 პირისთვის და 37 ორგანიზაციისათვის დაწესებული სანქციები


ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები, რომლებიც მიმართულია 150 პირისა და 37 ორგანიზაციის წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები დღეს შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება სანქციები, რომელთა მოქმედების ვადაც 15 მარტს უნდა ამოწურულიყო. ევროკავშირმა 2014 წელს შემოიღო ზომები, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირებისა და კომპანიების საბანკო ანგარიშების გაყინვასა და ევროკავშირის ვიზებზე უარს. სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალები გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, და კრემლის მთავარ პროპაგანდისტად მიჩნეული ჟურნალისტი, დმიტრი კისელიოვი. ცალკეა დაწესებული ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები რუსეთის ენერგეტიკის, სამხედრო და საფინანსო სექტორების წინააღმდეგ. მათი მოქმედების ამჟამინდელი ვადა ივნისში ამოიწურება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG