Accessibility links

სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა ბათუმში მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებს


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა გასული კვირის ბოლოს მომხდარ, მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ კიდევ 4 პირს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის სამი პირი 250-250 ლარით, ერთი კი, 300 ლარით დაჯარიმდა. 11 მარტს, საღამოს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაწყებული საპროტესტო აქცია, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმებას მოჰყვა, რამდენიმე საათში გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. მისმა მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოს შენობას ქვები დაუშინეს, დაწვეს რამდენიმე ავტომანქანა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ვითარება სპეცრაზმის ჩარევის შედეგად განიმუხტა. მასობრივი არეულობისას დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 70-ზე მეტი პირი. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რომელიც გულისხმობს მასობრივ არეულობას და პოლიციელზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. 16 მარტს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 6 პირი. მათთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს, 17 მარტს იმსჯელებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG