Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იმართება საკომიტეტო მოსმენა წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და უშიშროების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები, ჯეიმს კომი და მაიკ როჯერსი გამოდიან წარმომადგენელთა პალატის საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ეთმობა აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო ზემოქმედებას. მათი გამოსვლის დაწყებამდე, დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო "აქტიური ზომები", რომელთა მიზანიც იყო ჰაკერული თავდასხმებით ინფორმაციის მოპოვება ვაშინგტონში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ორგანიზაციებისაგან. "ჩვენ არ ვიცით, აქტიური მოქმედება რუსეთმა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით დაიწყო, რომ საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინა, თუ თავიდანვე უფრო მეტი ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც იმედი გვაქვს, პასუხის მივიღებთ. სამაგიეროდ, დაბეჯითვებით ვიცით შემდეგი: 2016 წლის ივლისი და აგვისტო გადამწყვეტი თვეები იყო. სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთმა მოპარული ინფორმაციის გამოყენება საიმისოდ, რათა დახმარებოდა დონალდ ტრამპს და ზიანი მიეყენებინა ჰილარი კლინტონისთვის. კითხვა ასე ჟღერს: რატომ?" - განაცხადა კონგრესმენმა ადამ შიფმა მოსმენაზე, რომელიც ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხების კომიტეტში იმართება. რუსეთი უარყოფს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიაზე ზეგავლენის ბრალდებას და ტრამპიც უარყოფს მოსაზრებებს, რომ მას და მისი გუნდის წევრებს დაუშვებელი კონტაქტები ჰქონდათ რუს ოფიციალურ პირებთან.

XS
SM
MD
LG