Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი „გამოგონილ ამბად“ მიიჩნევს ცნობას ფრანსუა ფიიონის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე


კრემლი „გამოგონილ ამბად“ მიიჩნევს ცნობას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის კონსერვატორმა კანდიდატმა, ფრანსუა ფიიონმა 50 ათასი ევრო მიიღო იმისათვის, რომ მოეწყო შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ლიბანელ ბიზნესმენს, ფუად მახზუმის შორის. ეს ცნობა „ინგლისურ გამოგონილ ამბავს“ ჰგავსო, განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომელსაც პირდაპირ არ უარუყვია ინფორმაცია. საფრანგეთის ყოველკვირეულმა ჟურნალმა „კანარ ანშენემ“გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ფრანსუა ფიიონის საკონსულტაციო კომპანიის ორგანიზებით, 2015 წელს ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე გაიმართა პუტინისა და ნავთობმრეწველობის სფეროს ლიბანელი მაგნატის შეხვედრა. საფრანგეთში მიმდინარეობს გამოძიება მას შემდეგ, რაც უფრო ადრე სწორედ ჟურნალმა „კანარ ანშენემ“ გამოაქვეყნა მასალა ფიიონზე: რომ მას, პარლამენტში საქმიანობისას, საკუთარ ასისტენტად ჰყავდა დასაქმებული ცოლი, რომელიც რეალურად არ მუშაობდა და ისე იღებდა მაღალ ხელფასს. ფიიონი ცნობილია კრემლის მიმართ კეთილგანწყობით.

XS
SM
MD
LG