Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაასრულა სამდღიანი სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დაასრულა სამდღიანი სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც მონაწილეობა მიიღო ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაში და შეხვდა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მიხეილ ჯანელიძემ საპრეზიდენტო ღირსების ორდენი გადასცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ჯერი კონოლის. ვაშინგტონში ვიზიტის ბოლო დღეს მიხეილ ჯანელიძე შეხვდა სენატორ ლინდსი გრემსაც და მადლობა გადაუხადა სენატის ასიგნებების კომიტეტში 7 მარტს ინიცირებული მოსმენისთვის, რომელზეც საქართველოს საკითხი განიხილეს ელჩის, დავით ბაქრაძის მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG