Accessibility links

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ციხიდან გამოუშვეს


ეგვიპტეში ციხიდან გამოუშვეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელმაც ექვსი წელი დაჰყო პატიმრობაში. მუბარაქის ადვოკატის განცხადებით, მისმა კლიენტმა 24 მარტს დატოვა სამხრეთ კაიროში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალი და დაბრუნდა შინ, კაიროში, ჰელიოპოლისის რაიონში მდებარე სახლში. 88 წლის მუბარაქს ამ თვეში მოუხსნეს ბოლო, მკვლელობის ბრალდება, რომელსაც უყენებდნენ რამდენიმე სხვა ბრალდებასთან ერთად. მუბარაქს 2011 წელს, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ აიძულეს გადადგომა. „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული გადატრიალებებით მოცული ქვეყნების ლიდერებიდან სწორედ ეგვიპტის პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საკუთარ ქვეყანაში სასამართლოს წინაშე წარდგა. ის 2011 წლის აპრილში დააპატიმრეს, რის შემდეგაც მუბარაქი ხან ციხეში, ხან სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. 2012 წელს მას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტების დახოცვაში. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი გააუქმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG