Accessibility links

ბელორუსიის პოლიციამ ანტისამთავრობო გამოსვლებისას ათეულობით პირი დააკავა


პოლიციამ დააკავა ათეულობით ადამიანი დემონსტრაციისას მინსკში, სადაც ასეულობით ადამიანი ცდილობდა მონაწილეობა მიეღო „თავისუფლების დღეში“, რომელიც ერთ-ერთ ბოლო საპროტესტო გამოსვლა იყო პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდეგ. რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის თანახმად, დაკავებულთა რაოდენობა ასეულობითაა, თუმცა ზუსტი რიცხვი ვერ დგინდება, სანამ ხელისუფლება არ გამოაცხადებს ამას ოფიციალურად. ცნობით, დაკავებულმია ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის უცხოელები. 25 მარტს ბელორუსიაში პოლიციამ მინსკში გაჩხრიკა უფლება დამცავი ჯგუფის „ვიასნას“ ოფისი და 57 ადამიანი დააკავა ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე. მოგვიანებით დაკავებულთა ნაწილი გაუშვეს. 25 მარტს ბელორუსიის არა-ერთ ქალაქში სურდათ ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 99-ე წლისთავის აღნიშვნა. უფრო ადრე ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი, ვლადიმირ ნეკლიაევი საპროტესო გამოსვლების წინ დააკავეს. ნეკლიავის ცოლმა, ოლგამ, დასავლეთის სააგენტოს უთხრა, რომ მისი ქმარი დააკავეს ბრესტში. ნეკლიაევი პოლონეთიდან ბრუნდებოდა და მატარებელში აიყვანეს. ის ვარშავაში შეხვდა პოლონეთის ოფიციალურ პირებს.

XS
SM
MD
LG