Accessibility links

აშშ-მა უარით უპასუხა მიწვევას ავღანეთის შესახებ რუსეთში დაგეგმილ კონფერენციაზე


აშშ-მა უარით უპასუხა მიწვევას ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 14 აპრილისთვის რუსეთშია დაგეგმილი. ასოშიეიტედ პრესს მოჰყავს სახელმწიფო დეპარტამენტის ინკოგნიტო წარმომადგენლის ნათქვამი: მიწვევაზე უარის თქმა გამოიწვია იმან, რომ მოსკოვმა არ გამართა კონსულტაციები ვაშინგტონთან მიწვევის გაგზავნამდე და ფაქტმა, რომ კრემლმა არ გამოაცხადა კონფერენციის მიზნები. კონფერენციაზე მიწვეული არიან ავღანეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის და შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. თალიბანი კონფერენციაზე არ მიიწვიეს. რუსეთმა ავღანეთის სამშვიდობო შეხვედრა გამართა თებერვალში. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინდოეთმა, ჩინეთმა, ირანმა და პაკისტანმა.

XS
SM
MD
LG