პოლიციამ მინსკში ასეულობით ადამიანი დააკავა 25 მარტს საპროტესტო გამოსვლის დროს. ცნობით, ბევრი მათგანი პოლიციამ სცემა. როგორც უფლება დამცავი ჯგუფის „ვიასნას“ აქტივისტი, ტატიანა რევიაკო იტყობინება, დაკავებულია ოთხასამდე პირი, მისივე თქმით, ბევრი მათგანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ბელორუსიაში ასეულობით ადამიანი ცდილობდა მონაწილეობა მიეღო „თავისუფლების დღეში“, რომელიც ერთ-ერთ ბოლო საპროტესტო გამოსვლა იყო პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდეგ. ცნობით, დაკავებულია ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის უცხოელები. 25 მარტს ბელორუსიაში პოლიციამ მინსკში გაჩხრიკა უფლება დამცავი ჯგუფის „ვიასნას“ ოფისი და 57 ადამიანი დააკავა ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე. მოგვიანებით დაკავებულთა ნაწილი გაუშვეს. 25 მარტს ბელორუსიის არა-ერთ ქალაქში სურდათ ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 99-ე წლისთავის აღნიშვნა. უფრო ადრე ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი, ვლადიმირ ნეკლიაევი საპროტესო გამოსვლების წინ დააკავეს. ნეკლიავის ცოლმა, ოლგამ, დასავლეთის სააგენტოს უთხრა, რომ მისი ქმარი დააკავეს ბრესტში. ნეკლიაევი პოლონეთიდან ბრუნდებოდა და მატარებელში აიყვანეს. ის ვარშავაში შეხვდა პოლონეთის ოფიციალურ პირებს.
ყველაზე პოპულარული
1