აშშ-მა დაადასტურა, რომ მოკლეს ექსტრემისტული ჯგუფის, ალ ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი ქარი იასინი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მატისის ცნობით, იასინი 19 მარტს ავღანეთში მოკლეს უპილოტო აპარატით თავდასხმისას. ის ეჭვმიტანილი იყო პაკისტანში ტერაქტების მოწყობაში. კერძოდ, მას აკისრებდნენ პასუხიმგებლობას 2008 წელს, ისლამაბადში სასტუმროზე თავდასხმისთვის. ამ ტერაქტს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. თებერვალში, სირიაში თავდასხმისას მოკლეს ალ ყაიდის მეორე მნიშვნელოვანი მეთაური, აჰმედ ჰასან აბუ ალ-ჰაირი, რომელიც ოსამა ბინ ლადენის სიძე იყო.
ყველაზე პოპულარული
1