Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი აქტივისტი კარა-მურზა ვაშინგტონს მოუწოდებს, განაგრძოს რუსეთის პროდემოკრატიულ მოძრაობაზე ზრუნვა


რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი მოუწოდებს ამერიკელ კანონმდებლებს, რათა განაგრძონ რუსეთის პროდემოკრატიულ მოძრაობაზე ზრუნვა. 29 მარტს სენატის საფინანსო კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს, კარა-მურზამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე და სერიოზულად მიაქციოს ყურადღება უცხოეთის ქვეყნების შიდა საქმეებში კრემლის ჩარევას. 35 წლის ვლადიმირ კარა-მურზამ გასულ თვეში დატოვა რუსეთი და სამკურნალოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ხელმეორედ სცადეს მისი მოწამვლა.

XS
SM
MD
LG