Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანმა „ტყუილში“ დაადანაშულა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი


უნგრეთის ნაციონალისტმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ტყუილში“ დაადანაშაულა ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც 1991 წელს დაარსდა უნგრული წარმომავლობის ამერიკელი მაგნატის ჯორჯ სოროსის მხარდაჭერით. „მოტყუება მოტყუებაა...არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მილიონერი ხარ, კანონზე მაღლა მაინც არ დგახარ“ - განაცხადა ორბანმა 31 მარტს უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოში სტუმრობისას. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან „მოტყუებაში“, თუმცა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი „უპირატესობით“ სარგებლობს ადგილობრივ უნივერსიტეტებთან შედარებით, რადგან ის აკრედიტებულია, როგორც აშშ-ში, ისე უნგრეთში. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები უარყოფენ ორბანის ბრალდებას. ორბანმა არაერთხელ გააკრიტიკა ჯორჯ სოროსი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკაში მისი მუდმივი ჩარევის გამო. კვირის დასაწყისში უნგრეთის პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლებიც უცხოეთთან კავშირის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მოითხოვს სასწავლო კურსების საკუთარ ქვეყნებში გადატანას. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი 1400-მდე სტუდენტი სწავლობს. მათ შორის 27 ქართველია. პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სწავლების თვალსაზრისით, ეს უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვანი 50 უნივერსიტეტის სიაშიია.

XS
SM
MD
LG