Accessibility links

ეუთო აკრიტიკებს სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს


ეუთო აკრიტიკებს 2 აპრილს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის სანდოობაც შეილახა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით. „სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესს ძირი გამოუთხარა სანდო და რეგულარულმა ინფორმაციებმა ამომრჩევლების მოსყიდვის, საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ სკოლების, საავადმყოფოებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ“, - ნათქვამია ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელძღვანელის ჰაიდი ჰაუტალას მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელიც ემყარება ბიულეტენების ნახევრის გადათვლით მიღებულ შედეგს, სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ იმარჯვებს კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ეუთოს მიერ 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევამ განაპირობა არჩევნებისადმი „საზოგადოების სრული უნდობლობა“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG