Accessibility links

„ციანიდის საქმის“ ეჭვმიტანილი მისი ოჯახისათვის დაცვის მოხსნას ითხოვს


„ციანიდის საქმის“ მთავარი ეჭვიტანილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახისათვის დანიშნული დაცვის მოხსნას ითხოვს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, შესაბამის მოთხოვნას სასულიერო პირის ადვოკატები პროკურატურას უახლოეს დღეებში, ოფიციალურად გაუგზავნიან. ბრალდებულის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის თქმით, ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის ღონისძიების განხორციელება ხელს უშლის სასამართლო პროცესების საჯარო და ღია წარმართვას, რასაც გიორგი მამალაძე მოითხოვს. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ოფიციალურად აქვს წარდგენილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებები.

XS
SM
MD
LG