Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დაკავებულია აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი


ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დაკავებულია აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი. 8 აპრილს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგანი აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით, ეს იყო მცირე სიმძლავრის თვითნაკეთი ბომბი, რომელიც გააუვნებელყვეს. გამოძიება გრძელდება. სტოკჰოლმის ტერაქტის შემდეგ სკანდინავიის ყველა ქვეყანაში შემოღებულია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. 7 აპრილს შვედეთის დედაქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა, როცა სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა. სავარაუდო ტერორისტი დაკავებულია. ის აღმოჩნდა უზბეკური წარმოშობის ისლამისტი.

XS
SM
MD
LG