Accessibility links

კახა კალაძე: მიღებულია გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის იმპორტის შესახებ


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით,მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველომ მიმდინარე წლის ბოლომდე მთლიანად აზერბაიჯანიდან მოახდინოს ბუნებრივი აირის იმპორტი. კალაძის განმარტებით, რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. „მიღებული თანხით გვეძლევა შესაძლებლობა, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი ირანში, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულიად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით“, განმარტა კალაძემ თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, „გაზპრომთან“ ორწლიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საქართველო იქნება უფრო მყარ პოზიციებზე, რადგან იაარსებებს გაზსაცავი, იქნება დასრულებული შაჰდენიზის პროექტი, რომელსაც უკავშირდება დამატებითი მოცულობების პერსპექტივა და, ასევე კალაძის თქმით,„მეტი ბერკეტი“ „გაზპრომთან სასაუბროდ “თუნდაც იგივე, 10%-ზე გადასვლაზე“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG