Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აპირებენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ყირიმის ანექსიის დღეს, 18 მარტს


რუსეთში ემზადებიან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის 11 მარტიდან 18 მარტისათვის, ანუ ყირიმის ანექსიის დღისათვის გადასადებად. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტად მორიგი ვადით აირჩევენ მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 12 აპრილს პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი არჩევნების თარიღის შეცვლის თაობაზე. წინასწარვე ცხადად არის მიჩნეული, რომ ამ კანონს მიიღებენ. მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი ყირიმს კვლავინდებურად უკრაინის კუთვნილ ტერიტორიად მიიჩნევს, ხოლო ყირიმის ანექსიას - უკანონო ნაბიჯად. ვლადიმირ პუტინს, რომელიც 1999 წლიდან მართავს რუსეთს ხან პრეზიდენტის, ხან პრემიერ-მინისტრის რანგში, ჯერ არ გამოუცხადებია, რომ მორიგი ექვსწლიანი ვადითაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამას გააკეთებს.

XS
SM
MD
LG