Accessibility links

ილია მეორემ „ყველაზე დიდი დანაშაული“ უწოდა ეკლესიაში განხეთქილების შეტანას


ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ტაძარში წაიკითხეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა. ილია მეორემ ასევ უდიდესი ცოდვა უწოდა „ქვეყნის მტრობას და მის ერთიანობის დარღვევის მცდელობას“.

XS
SM
MD
LG