Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკი ჰეილი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობების მდგომარეობის გამო


გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობების მდგომარეობის თაობაზე: „ჩვენ კვლავაც შეშფოთებულები ვართ იმ ინფორმაციით, რომელიც ჩეჩნეთიდან ვრცელდება და რომლის მიხედვითაც, იქ ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის გამო იტაცებენ, აწამებენ და კლავენ“, - ნათქვამია ჰეილის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლობის საიტზე: „თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, არ შეიძლება, მისი იგნორირება. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ეს ბრალდებები და მიიღოს ზომები ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ“. პირველ აპრილს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ღირსების მკვლელობა“, სადაც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთში უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკავებული იყო ასზე მეტი კაცი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილნი. გაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთაგან სულ მცირე სამი აღარ არის ცოცხალი. ჩეჩნეთის ხელისუფებამ ამ ინფორმაციას „სრული სიცრუე“ უწოდა და გაზეთის რედაქციას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

XS
SM
MD
LG