Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე


ეკა გიგაური საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:45:50 0:00

24 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მან ილაპარაკა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ. საკონსტიტუციო ცვლილებებს კომისიამ კენჭი უყარა 22 აპრილს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 43-მა წევრმა, 8 (მათ შორის - ეკა გიგაური) წინააღმდეგი იყო. ახლა, მცირედი პროცედურების შემდეგ დგება საერთო-სახალხო განხილვების პერიოდი. ეკა გიგაური კვლავაც თვლის, რომ 4 თვე არ იყო საკმარისი ზოგიერთი საკითხის, მათ შორის - საარჩევნო სისტემის, სათანადოდ განსჯისთვის. ცვლილებების პროექტში მოხვედრილ მნიშვნელოვან საკითხებს შორის ეკა გიგაური გამოყოფს მუხლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების ბევრი ინიციატივა გაიზიარა, თუმცა, ვერ მოხდა შეთანხმება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო სისტემა. ეკა გიგაურის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისთავად პოზიტიური ცვლილებაა, თუმცა, გაუნაწილებელი ხმების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მინიჭება უსამართლო გარემოს ქმნის. ამ კონტექსტში აქტუალურია ბარიერის დაწევის საკითხი. საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული ვითარება ქმნის საფრთხეს, რომ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა დიდი იქნება. სტუმარმა ილაპარაკა ორ მოდელზე, რომელიც არასამთავრობოებმა კომისიის კენჭისყრაზე დააყენეს და ვერ მიიღო მხარდაჭერა. ორივე მოდელი ითვალისწინებდა საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას. ეკა გიგაური კრიტიკულად აფასებს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში განმარტებული პრეზიდენტის არჩევის წესსა და ქორწინების უფლების შესახებ ჩანაწერს. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედს ამყარებენ ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელსაც ის წარმოადგენს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე.

XS
SM
MD
LG