Accessibility links

მაიკლ ფლინმა, როგორც ჩანს, აშშ-ის კანონი დაარღვია რუსეთში 2015 წლის ვიზიტის დროს


აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინმა, როგორც ჩანს, კანონი დაარღვია, როცა არ აიღო საგანგებო ნებართვა 2015 წელს რუსეთში ვიზიტისათვის ანაზღაურების მისაღებად. ამის შესახებ 25 აპრილს გამოაცხადეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი კომიტეტის ლიდერებმა. გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს. 2015-ში კი ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გვერდით იჯდა და სიტყვით გამოვიდა მოსკოვში საზეიმო მიღებაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ერტეს სპონსორობით გაიმართა. ამავე ტელევიზიამ, სულ ცოტა, 33 ათასი დოლარი გადაუხადა ფლინს მოსკოვში ვიზიტისათვის. როგორც ყოფილ სამხედრო ოფიცერს, არ შეგიძლია, უბრალოდ ფული აიღო რუსეთისაგან, თურქეთისაგან ან სხვებისგანო, აღნიშნა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯიესონ ჩეფეცმა, რომელიც ხელმძღვანელობს კონგრესის მთავარ საგამოძიებო კომიტეტს, ე.წ. სამეთვალყურეო კომიტეტს. მისი განმარტებით, გენერალი ფლინი ვალდებული იყო, ეთხოვა და მიეღო ნებართვა უცხო ქვეყნის მთავრობისაგან ფულის მისაღებად.

XS
SM
MD
LG