Accessibility links

საქართველოში იმყოფებიან ეუთოს მედიის ექსპერტები


საქართველოში იმყოფებიან ეუთოს ექსპერტები, ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, დანიუს რადზევიჩუსი და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველი,აიდარ ბოტაგაროვი. მათი მიზანია საქართველოში არსებული მედიაგარემოს შეფასება და რეკომენდაციების შემცველი ანგარიშის მომზადება. დღეს, 1 მაისს, ეუთოს ექსპერტები თბილისში შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დღის მეორე ნახევარში დანიუს რადზევიჩუსი და აიდარ ბოტაგაროვი შეხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. 2 მაისს, ეუთოს ექსპერტები შეხვდებიან მედიასაშუალებების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს. ეუთოს ექსპერტებს მასპინძლობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. მედიაგარემოს შემსწავლელი მისიის ორგანიზების თხოვნით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მარტის დასაწყისში მიმართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხელისუფლების ინიციატივის მიზანია მედიის სფეროში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, პლურალისტური მედიაგარემოს განვითარება და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების მოხსნა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG