Accessibility links

ქაბულში ჰექმათიარის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა


ავღანეთში ასეულობით ავღანელმა გამოხატა პროტესტი გულბუდინ ჰექმათიარის მიმართ რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ყოფილმა საველე მეთაურმა მომხრეებთან შეხვედრით აღნიშნა თავისი დაბრუნება ქვეყანაში მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმების შედეგად. სტადიონზე თავყრილობა და ჰექმათიარის საცხოვრებელთან საპროტესტო გამოსვლა ადასტურებს ავღანეთში ღრმა განხეთქილებას ჰექმათიარის მიმართ. მის სახელთან არის დაკავშირებული 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის სისხლიანი ეპიზოდები. ის ჰეზბ-ე ისლამის ლიდერი იყო. მის მოწინაღმდეგეებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ სურათები, რომლებზეც, სავარაუდოდ, იმ დროს დახოცილები იყვნენ გამოსახული. ისინი მთავრობისგან ჰექმათიარის დაპატიმრებას და გასამართლებას ითხოვდნენ. ჰეზბ-ე ისლამმა პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობასთან შეთანხმება შეძლო და ხელი მოაწერა დოკუმენტს სექტემბერში. შეთანხმების მიხედვით, გაერთიანებამ იარაღი ჩააბარა და მის მეომრებს შესაძლებლობა აქვთ, ინტეგრირებულ იქნენ მთავრობის სამსახურში. სამაგიეროდ ჰეზბ-ე ისლამის პატიმარ წევრებს გაათავისუფლებენ ციხეებიდან. ხუთ მაისს, გულბუდინ ჰექმათიარმა, რომელიც თითქმის ოცწლიანი დევნილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მომხრეები შეკრიბა ქაბულის ღაზის სტადიონზე, სადაც ჰექმათიარი სიტყვით გამოვიდა. დამსწრეები აფრიალებდნენ მწვანე დროშებს და გაიძახოდნენ: „დიდება ისლამს“, „დიდი არს ალაჰი“. ჰექმათიარმა მოუწოდა მეამბოხეებს, ასევე თალიბანს, დაასრულონ ომი მთავრობის ძალებთან და მოლაპარაკება დაიწყონ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG