Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი და ლავროვი ვაშინგტონში უკრაინასა და სირიაზე მოილაპარაკებენ


აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება ათ მაისს, რათა უკრაინის და სირიის კონფლიქტებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობაზე მოილაპარაკონ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, დიპლომატები ისაუბრებენ ძალადობის შეჩერების აუცილებლობაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და კონფლიქტის მოგვარების გარშემო მინსკის სამშვიდობო შეთანხმების სრული განხორციელებით. ტილერსონი აპირებს ლავროვთან ისაუბროს სირიაში ძალადობის შეწყვეტაზე, სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისთვის საფუძვლის შექმნის გარშემო. რუსეთის სახელმწიფი სააგენტო ადასტურებს, რომ ლავროვი და ტილერსონის შეხვედრა დაიგეგმა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავის საარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმული მოსაზრება, რომ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის თაობაზე კოორდინაციის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG