Accessibility links

ევროკავშირი აშშ-ს აკრიტიკებს გაეროს დაფინანსების 640 მლნ დოლარით შემცირების გამო


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ შეერთებული შტატები გააკრიტიკა გაეროს დაფინანსების მკვეთრად, 640 მლნ დოლარით შემცირების გამო. როგორ მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირი ნებაყოფლობით აფინანსებს გაეროს უწყებების უმრავლესობის, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უნისეფის ბიუჯეტის ნახევარს, რადგან გლობალური მშვიდობისათვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს მათ მუშაობას. „ნება მიბოძეთ, ძალიან მკაფიოდ მივმართო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს: ძალიან მნიშვნელოვანია გაეროს ამ სააგენტოების დაფინანსება. ისინი ისეთივე მნიშვნელოვანია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, როგორც თავდაცვის ხარჯები და ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანიც. და ჩვენ ევროპელები, გაეროს სისტემის მხარდაჭერას მივიჩნევთ საკვანძო მნიშვნელობის ინვესტიციას ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა მოგერინიმ. აშშ-ის ბიუჯეტში, რომელიც გასულ კვირაში დაამტკიცა კონგრესმა, 640 მლნ დოლარით შემცირდა გაეროს დაფინანსება მაშინ, როცა 15 მილიარდი დოლარით გაიზარდა აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG