საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გლდანის საპატიმრო დაწესებულების 6 ყოფილი თანამშრომელი დააკავა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით. ასეთ მოქმედებას წინ უძღოდა სასამართლოს განჩინება, რის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ოლეგ ფაცაცია, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ბრალდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. კერძოდ, პატიმრებს აღნიშნულ დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რის მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება, - ნათქვამია მთავრი პროკურატურის განცხადებაში. საქმეზე გამოძება გრძელდება მუხლით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველაზე პოპულარული
1