Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი რუს და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ მოსკოვს და კიევს მშვიდობისკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც გადაიღო უკრაინის და რუსეთის უმაღლესი რანგის დიპლომატებთან შეხვედრებისას და მოუწოდა ორ სახელმწიფოს, „დაამყარონ მშვიდობა“.„გუშინ, ერთსა და იმავე დღეს, შეხვედრები მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან“, წერდა 11 მაისს გვიან ტრამპი ორი ფოტოს ქვემოთ, სადაც ის ორ მინისტრთან ერთად არის გადაღებული „ოვალურ ოფისში“ პირგაბადრული. ტრამპი წერდა „მოდით, დავამყაროთ მშვიდობა“. აშშ-ის პრეზიდენტმა, იშვიათი წინასწარ გამოუცხადებელი შეხვედრა იქონია კლიმკინთან ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ. ლავროვი მანამდე სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდა. მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა დაიძაბა, როცა 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და ხელი შეუწყო არეულობას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინის არმიასა დარ უსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის დაპირისპირებას დღემდე 9 900 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის ქმედებას მოჰყვა ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ტილერსონმა ლავროვს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დარჩება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს იმ ქმედებებს, რომლებსაც მოჰყვა სანქციები.

XS
SM
MD
LG