Accessibility links

დაკითხეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცემი უფროსი, ლაშა თორდია


ექიმის ნებართვის საფუძველზე, საავადმყოფოში დაკითხეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცემი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია. ადგილზე მისული პროკურორი, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ აკონკრეტებენ წარედგინა თუ არა ვინმეს ბრალი თორდიას ცემის საქმეზე. ისიც უცნობია, დაიკითხა თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე - პირი, რომელმაც, თავად დაზარალებულის თქმით, თორდია თავისი დაცვის წევრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბში სცემა.თორდია ტვინის შერყევის დიაგნოზით არის ჰოსპიტალიზებული. ის მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა უკავშირდება აუდიტის სამსახურის საქმიანობას, რომელიც შეისწავლის ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხს. ამის თაობაზე თორდია 13 მაისს საავადმყოფოდან ესაუბრა ჟურნალისტებს. თორდიას თქმით, ფარცხალაძეს აქვს "დაუსჯელობის განცდა". საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG