Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარცხალაძე: მივმართავ სამართლებრივ გზას, რომ გენერალურმა აუდიტორმა ბოდიში მოიხადოს საჯარო ცილისწამებისთვის


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის განცხადება, რომელშიც ის გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონფლიქტი, რომლის შედეგადაც თორდია ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, თავად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თორდიამ დაიწყო. ფარცხალაძე ამბობს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მანამდე დღეს ექიმის ნებართვის საფუძველზე, საავადმყოფოში დაკითხეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცემი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია. ადგილზე მისული პროკურორი, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ აკონკრეტებდნენ წარედგინა თუ არა ვინმეს ბრალი თორდიას ცემის საქმეზე. ისიც უცნობია, დაიკითხა თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე - პირი, რომელმაც, თავად დაზარალებულის თქმით, თორდია თავისი დაცვის წევრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბში სცემა.თორდია მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა უკავშირდება აუდიტის სამსახურის საქმიანობას, რომელიც შეისწავლის ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხს. ამის თაობაზე თორდია 13 მაისს საავადმყოფოდან ესაუბრა ჟურნალისტებს. თორდიას თქმით, ფარცხალაძეს აქვს "დაუსჯელობის განცდა". საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG