Accessibility links

მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მასიური კიბერშეტევის კვალი მიდის ჩრდილოეთ კორეასთან


კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანიებმა მიაგნეს გასაღებს, რომლის თანახმადაც, გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული გლობალური „ვირუსული“ შეტევის უკან, რომელმაც 150 ქვეყანაში დააზიანა 300 ათასზე მეტი კომპიუტერი, შესაძლოა იდგეს ჩრდილოეთ კორეა. კომპიუტერული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანიების, „სიმანტეკისა“ და კასპერსკის ლაბორატორიის მიერ 15 მაისს გავრცელებული განცხადებით გასული კვირის ბოლოს განხორციელებული კიბერშეტევის დროს გამოყენებული ვირუსი შეიცავდა „ლაზარუსის“ მიერ მანამდე გავრცელებული ვირუსის კოდს. ლაზარუსი კიბერდანაშავეთა ჯგუფია, რომელიც დაადანაშაულეს კომპანია „სონიზე“ 2014 წელს განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში და რომლის უკანაც იდგა ჩრდილოეთ კორეა. კასპერსკის ლაბორატორიის წარმომადგენელთა თქმით, „ეს არის საუკეთესო გასაღები, რომლითაც „ვანაქრაის“ ვირუსის წარმომავლობის დადგენა შეგვიძლია“, თუმცა მათივე თქმით, შესაძლოა კოდი „ლაზარუსის“ ვირუსთან პირდაპირი კავშირების გარეშე განმეორდა. კომპანია „სიმანტეკის“ განცხადებით, გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ამ ორ ვირუსს შორის კავშირები სუსტია. ვანაქრაის კომპიუტერულმა "გამომძალველმა ვირუსმა" გასულის კვირის ბოლოს, დააზიანა მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის ბანკების, სამთავრობო სტრუქტურების, სატრანსპორტო და ჯანდაცვის სამსახურების კომპიტერეული სისტემები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG