Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რატიფიკაცია უყო ევროპის საბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ


საქართველომ რატიფიკაცია უყო ევროპის საბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რატიფიცირებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენცია (იგივე სტამბოლის კონვენცია). საქართველო გახდა 23-ე ქვეყანა, რომელმაც ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას და ადგენს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს მოიცავს ოჯახში ძალადობასაც - რაც გაცილებით უფრო ხშირად ეხება ქალებს. კონვენციის მხარეები კისრულობენ ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას.

XS
SM
MD
LG