Accessibility links

თბილისში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის დელეგაციასთან


დღეს, 24 მაისს თბილისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან, კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 24 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის მზადებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს.

XS
SM
MD
LG