Accessibility links

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი კრემლს მოუწოდებს ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტის მკვლელობა


ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ჩაატაროს „საფუძვლიანი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი“ გამოძიება, ციმბირის ქალაქ მინუსინსკის ადგილობრივი გაზეთის რედაქტორის, დმიტრი პოპკოვის მკვლელობის საქმეზე და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს: „რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც ძალზე ბევრ ჟურნალისტს კლავენ პროფესიული საქმიანობის გამო, მაშინ როდესაც, მკვლელები თავისულად დადიან... დაუსჯელობის ეს მომწამვლელი ციკლი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს“ - აღნიშნულია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, ნინა ოგნიანოვას გუშინდელ განცხადებაში. რუსი გამომძიებლების თქმით, დმიტრი პოპკოვის გვამი 24 მაისს იპოვეს მინუსინსკში. მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით. გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და განიხილება რამდენიმე მოტივი, მათ შორის მსხვერპლის „პროფესიულ მოქმედებებთან“ დაკავშირებული მოტივიც. 42 წლის პოპკოვი გაზეთ „ტონი-ემის“ რედაქტორი იყო.

XS
SM
MD
LG