Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი, ზბიგნევ ბჟეზინსკი


89 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩეველი ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს, ზბიგნევ ბჟეზინსკი. ბჟეზინკსის თეთრი სახლის მრჩეველის თანამდებობაზე იყო 70-იან წლებში, საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის დროს, ასევე თეირანში აშშ-ის საელჩოში მძევლების აყვანით გამოწვეული კრიზისის დროს. „შესანიშნავი საჯარო მოხელე“ უწოდა მას ჯიმი კარტერმა, რომელმაც ბჟეზინსკი დაახასიათა როგორც „ბრწყინვალე, ერთგული და სანდო პირი“. მისი წინამორბედის, კისინჯერის მსგავსად, ისიც უცხოეთში, ვარშავაში, დაბადებული მკვლევარი იყო, რომელმაც განათლება აშშ-ის მიიღო და რომელსაც გავლენა ჰქონდა გლობალურ მოვლენებზე. ბჟეზინსკის საბჭოთა კავშირი „განმუხტვის მტრად“ მოიხსენიებდა, მისი პოზიციის გამო ავღანეთში.

XS
SM
MD
LG