Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო ბარათაშვილი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე


სოსო ბარათაშვილი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:42 0:00

7 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი. მან ილაპარაკა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე. სოსო ბარათაშვილი თვლის, რომ აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები აჩვენებს პრობლემის სისტემურობას. ადვოკატის აღწერით, საქართველო აღმოჩნდა იმგვარი მეგობრული თუ არამეგობრული სახელმწიფოებით გარშემორტყმული, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, საიდანაც ადამიანები იძულებული ხდებიან გადმოინაცვლონ საქართველოში და შემდეგ ეს მეზობელი სახელმწიფოები საქართველოსგან მოითხოვენ გარკვეული ქცევის წესებს დევნილი ადამიანების მიმართ. სოსო ბარათაშვილის შეფასებით, საქართველო აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი ასეთი ვითარებისთვის. სხვა შემთხვევაში, საქართველოს უნდა ჰქონოდა გეგმა, პროგრამა, სტანდარტები, რომლითაც ის იმოქმედებდა მსგავს ვითარებაში. რაც შეეხება კონკრეტულად მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, სოსო ბარათაშვილის თქმით, მის მიმართ ბრალდება ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტს, ყველაზე დაბალსაც კი. "დილის საუბრებში" სოსო ბარათაშვილი დეტალურად ყვება ბრალდების შესახებ და აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი არის მთლიანად თურქეთის მხარეზე, საქართველომ კი უნდა შეაფასოს მტკიცებულება და აგრეთვე ის - ხომ არ ემუქრება მუსტაფა ემრე ჩაბუქს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში. სოსო ბარათაშვილის განმარტებით, თუკი არსებობს ასეთი საფრთხე, პირის ექსტრადიცია დაუშვებელია იმის მიუხედავად, რა დანაშაულში ედება მას ბრალი. ადვოკატი თვლის, რომ ახლა საქართველოს სახელმწიფოს სიზარმაცის დრო არ აქვს და მან ყველა ინსტიტუტი უნდა ჩართოს საკითხის სამართლებრივად და სამართლიანად გადაწყვეტაში. "თუ ჩვენი ქვეყნის ბედი გვაღელვებს, პირველ რიგში უნდა გვაღელვებდეს ამ ქვეყნის ღირსების საკითხი", - ამბობს სოსო ბარათაშვილი "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, უღირსებოდ შეუძლებელია პრაგმატული მიზნების მიღწევაც.

XS
SM
MD
LG