Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ნავალნის ანტიკორუფციული კამპანიის ხელმძღვანელი ქალაქ ხაბაროვსკში


რუსეთში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული კამპანიის ხელმძღვანელი ქალაქ ხაბაროვსკში, ალექსეი ვორსინი. მან ფეისბუკში დაწერა, რომ 7 ივნისს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და იქ გამოუცხადეს, რომ მისი დაკავება უკავშირდება საჯარო მოწოდებას მოქალაქეებისადმი, მონაწილეობა მიიღონ ანტიკორუფციულ აქციებში, რომელთა ჩატარებასაც 12 ივნისს აპირებენ ნავალნი და მისი მხარდამჭერები. ვორსინი ამბობს, რომ პოლიციელებმა მას ჯერ 6 ივნისს მიაკითხეს და პოლიციის განყოფილებაში წასვლა სთხოვეს, რაზეც მან უარი თქვა, რადგან სამართალამცველებს არ ჰქონდათ წერილობითი ორდერი. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ვორსინი უსანქციო აქციებში მონაწილეობის მოწოდებით გამოდიოდა, ის შესაძლოა, 30-მდე დღით დააკავონ.

XS
SM
MD
LG