Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომი სენატს ამცნობს, რომ ტრამპი მისგან ლოიალობას მოითხოვდა


გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მისგან მოითხოვდა ლოიალობას და ზეწოლას ახდენდა მასზე, შეეჩერებინა გამოძიება, რომელიც ეხებოდა ტრამპის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინს და მის კავშირებს რუსეთთან. კომიმ ამის შესახებ წერილობითი ფორმით მიმართა სენატის საგამოძიებო კომიტეტს 7 ივნისს, ერთი დღით ადრე, სანამ ის სენატში მოსმენებზე წარდგებოდეს. კომის ნათქვამმა დაადასტურა მედიის ცნობები, რომ ტრამპი ერეოდა ფლინის თაობაზე გამოძიებაში. კომის თანახმად, მას ტრამპმა ვახშამზე უთხრა, "თქვენი ლოიალობა მჭირდება, მოველი ლოიალობას“. კომი დაეთანხმა ტრამპს იმაში, რომ ფლინი „კარგი ბიჭია“, მაგრამ არ უთქვამს, რომ აპირებს შეწყვიტოს თავისი უწყების მიერ წარმოებული გამოძიება.

XS
SM
MD
LG